22 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
მოწმეები, ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეოჩანაწერი - რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს მალხაზ პაქსაშვილის წინააღმდეგ

ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურობაში ბრალდებული მალხაზ პაქსაშვილი ბრალს არ აღიარებს - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, მაია სილაგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეს დართული აქვს არაერთი მტკიცებულება - მოწმეთა გამოკითხვის, ექსპერტიზის დასკვნის და ვიდეოჩანაწერების სახით.

"სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მიმართ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების საფუძველი. საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ის, ამ ეტაპზე, ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. რამდენიმე წელია ის იმყოფება საქართველოში და მას შემდეგ, რაც მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" და მონაწილეობდა მის მიერ წარმოებულ სხვადასხვა ოპერაციებში, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ გაცემულიყო განჩინება მისი დაკავების შესახებ. საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება - საუბარია მოწმეთა გამოკითხვის ოქმებზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, ასევე - ვიდეოჩანაწერზე,"- აცხადებს პროკურორი მაია სილაგაძე.

შეგახსენებთ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურობაში ბრალდებული მალხაზ პაქსაშვილი პანკისის ხეობაში, მის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები