15 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
ქოლცენტრების საქმეზე უცხოეთში დაკავებული რატი ალექსიძე არის კეზერაშვილის და მისი მარჯვენა ხელის, ირაკლი სვანიძის უახლოესი ძმაკაცი - რატი იონათამიშვილი

"ქოლცენტრების საქმემ"კეზერაშვილი და "ნაცების" კრიმინალური სინდიკატი საგონებელში ჩააგდო, რადგან მართლმსაჯულების სიახლოვე იგრძნეს - წერს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

იონათამიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა, სადაც ქოლცენტრების საქმის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კავშირზეა საუბარი.

იონათამიშვილი წერს, რომ ევროპაში დაკავებული ფეხბურთელი რატი ალექსიძე რეალურად, დავით კეზერაშვილის ძმაკაცი და მის გარემოცვასთან დაკავშირებული პირია.

"ოღონდ ისრები ქართული ოცნებისკენ გადმოეტანათ და უახლოესი ძმაკაცი გაწირეს… ქოლცენტრების საქმეზე უცხოეთში დაკავებული რატი ალექსიძე არის კეზერაშვილის და მისი მარჯვენა ხელის, ირაკლი სვანიძის უახლოესი ძმაკაცი და მათ მიერ თავისთან დასაქმებული პირი. მთელმა თბილისმა იცის ეს ამბავი, როგორ დაიმალებოდა… ამავე დროს, ალექსიძე ჯუანშენ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლია! ამ ნიშნით შეარჩიეს და გაწირეს! იქნებ აქეთ გადმოესროლათ უბინძურესი ბრალდება! გახსოვთ, ალბათ, კეზერაშვილის დაპირება, ხელისუფლებას ვამხელ ამ საქმეშიო… სცადა! არ გამოუვიდა! ყველამ ყველაფერი იცის, ზეპირად! თავისი ძმაკაციც გაწირეს და ბოლომდე გაშიშვლდნენ, როგორც მორალისგან აბსოლუტურად დაცლილი ხალხი,"- წერს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები