მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი წარდგება დღეს სასამართლოს წინაშე - გიგა გიგაშვილს ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გარდა ამისა, მას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებასაც ედავებიან.
გიგაშვილი, რომელმაც თანამდებობა ტრაგედიიდან მალევე დატოვა, მარტის დასაწყისში დააკავეს. ადვოკატი მოსამართლეს დღესვე წინასწარი პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობით მიმართავს.
ავტორი: მაიკო გრიგოლია