თბილისის ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა სპეციალური ქაფით ამჯერად მიწისქვეშა გადასასვლელები დაასუფთავეს.
მიწისქვეშა გადასასვლელების გარდა იგეგმება გზების, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და ტრანსპორტის გაჩერებისთვის განკუთვნილი მოსაცდელების მორეცხვა. სამუშაო პროცესს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ.