26 აგვისტო 2026,   19:49
ვრცლად
8 ოქრო, 7 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - წარმატებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრებისთვის

ერევანში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრებისთვის. ჩვენმა გუნდმა 17 მედალი მოიპოვა - 8 ოქრო, 7 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. 

მეშვიდედ, ევროპის ჩემპიონის წოდება მიიღო ლაშა ტალახაძემ. მსოფლიო საუკეთესო ძალოსანმა, ატაცსა და აკვრაში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. ორჭიდის ჯამში კი, 474 კილოგრამი დააგროვა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
დღის ამბები