პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯანმრთელი ქსოვილი აღარ დარჩა, ორგანიზაციას ამ ფორმით და შემადგენლობით ფუნქციონირება არ შეუძლია და ეს აბსოლუტურად ლოგიკური დასასრულია.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ამ ორგანიზაციის დაშლაზე და ფუნქციონირების შეწყვეტაზე, უკვე დიდი ხანია საუბრობს.
"პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ორგანიზაცია დალპა. დალპა ნიშნავს იმას, რომ იქ უბრალოდ ჯანმრთელი ქსოვილები აღარ ვითარდება. ბუნებრივია, რომ ამ კონფლიქტის ყოველი შემდგომი გაღრმავება, არის კანონზომიერი. ეს თავდასხმები, ურთიერთ შეუთანხმებლობები და ა.შ. თავის დროზე ვთქვით, რომ შეუძლებელია ეს პარტია განაგრძობდეს იგივე ფორმით და შემადგენლობით ფუნქციონირებას და ერთი პერიოდი მათი მხრიდან იყო მცდელობა, რომ დარჩენილიყვნენ პარტიაში და ასე გაეგრძელებინათ, მაგრამ ეს გამორიცხულია. იმ ორგანიზაციაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია ჯანმრთელი ქსოვილები აღარ დარჩა და ეს აბსოლუტურად ლოგიკური დასასრულია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.