20 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
უკრაინის საჰაერო ძალებმა 9 რუსული დრონი ჩამოაგდეს

ომის 426-ე დღე უკრაინაში - რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 7 დასახლება დაბომბეს. დაიბომბა დონეცკის ოლქის ერთ-ერთი სოფელიც - დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. ოკუპანტებმა ცეცხლი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით გაუხსნეს ზაპოროჟიეს ოლქს - დაშავდა 1 მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსულმა ჯარმა მძიმე არტილერიითა და დრონებით შეუტია დნეპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რაიონს. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

მელიტოპოლის მერის ინფორმაციით, ოკუპანტები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, 14 წელს ზემოთ ბიჭების მონაცემებს, სამხედრო აღრიცხვის მოტივით, ჯარში მობილიზებისთვის ამოწმებენ.

პარტიზანული მოძრაობის წევრებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებით ოკუპირებულ ხერსონში რუსული საგუშაგო გაანადგურეს; უკრაინის საჰაერო ძალებმა კი აღმოსავლეთ და სამხრეთ ზონებში, ჯამში, 9 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

დღის ამბები