15 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ეს კვლევა არ ეფუძნება ფაქტებს, არამედ არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც გააცოცხლებს "ნაციონალურ მოძრაობას" - რატი იონათამიშვილი

​IRI-ის კვლევის შედეგებს მმართველ გუნდში აფასებენ. როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, კვლევაში ვერ დამალეს ის ფაქტი, რომ საზოგადოებას პოლიცისაა და ჯარისადმი მაღალი ნდობა აქვს.

რატი იონათამიშვილი ამბობს იმასაც, რომ ეს არის კვლევა, რომელიც არ ეფუძნება ფაქტებს.

"ეტყობა "გირჩის" დესტრუქციულ შეხვედრებს რომ აფინანსებენ სტუდენტებთან, მაშინ გამოჰკითხეს და დაწერეს ეს კვლევა. ეს არის კვლევა, რომელიც არ ეფუძნება ფაქტებს, არამედ არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც გააცოცხლებს "ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ როგორი დეზინფორმაციული ასპექტები და პარამეტრებიც არ უნდა იყოს ამ კვლევაში, ის ფაქტი და გარემოება მაინც ვერ დამალეს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი - კერძოდ, ქართული ჯარისა და პოლიციისადმი, ჩვენი მოსახლეობის ნდობა არის ძალიან მაღალი," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები