15 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
პარტიებს, რომლებიც ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილან, ბევრად უფრო ნეგატიური რეიტინგი აქვთ, ვიდრე გიორგი გახარიას - ანა ბუჩუკური  ​IRI-ის კვლევის შედეგებზე

პარლამენტის წევრი, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური ​IRI-ის კვლევის შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ პარტიებს, რომლებიც ხელისუფლებაში არ ყოფილან, ბევრად ნეგატიური რეიტინგი აქვთ, ვიდრე გიორგი გახარიას. 

როგორც ანა ბუჩუკური განმარტავს, საბოლოო სიტყვა მაინც არჩევნებს აქვს და არა კვლევებს.  

"იმის გათვალისწინებით, რომ მედიააქტიურობის თვალსაზრისით განსხვავებული ტაქტიკა გვაქვს, ვართ მყარად მესამე მხარდაჭერის პარტია, როგორც აქამდე. დანარჩენი, რა თქმა უნდა, პირობითია და მთავარია არჩევნები. საბოლოო ჯამში, შეფასებას ამომრჩეველი აკეთებს არჩევნებზე.

იმ პარტიებზე, რომლებიც ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილან და შესაბამისად ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და ტვირთი არ აუღიათ საკუთარ თავზე, მაინც ბევრად უფრო ნეგატიური რეიტინგი აქვთ, ვიდრე გიორგი გახარიას ," - აცხადებს ანა ბუჩუკური. 

ავტორი: ანუკა ბუავა 

დღის ამბები