ელისო კილაძის ბრალდებებს უკვე უპასუხეს დავით კეზერაშვილის გარემოცვიდან. პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ არაფერი იცის დასახელებული ე.წ. ქოლ-ცენტრების შესახებ და შესაბამისად, არც ის იცის, ვინ დარეკა პოლიციაში.
"აბსოლუტურად არ მაინტერესებს ეს ქალბატონი რას ამბობს. 112-ში ვინ დარეკა, რატომ დარეკა, როდის დარეკა - ძალიან მარტივად შეიძლება ამ ჩანაწერის ამოღება და შემოწმება. რა თქმა უნდა, ეს მე არ ვიყავი და საერთოდ არ მაინტერესებს ელისო კილაძის ქოლ-ცენტრები," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. ქოლ-ცენტრების სკანდალი გრძელდება - სამართალდამცველები საბურთალოზე მდებარე ბიზნესცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც განთავსებულია ელისო კილაძის, ვალერი გელბახიანის და ბიზნესმენ გივი ჯიბლაძის ოფისები.ის, რომ პოლიციაში შეტყობინება შესაძლოა ყოფილი ჩინოსნის გარემოცვიდან შესულიყო, ეჭვობს თავად ელისო კილაძეც, თუმცა ამბობს, რომ ჩხრეკა ცრუ შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა და ეს იყო შურისძიება დავით კეზერაშვილის მხრიდან.