15 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
"რაღაც აერიათ მგონი იმ ოთახში, როდესაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ"-გიორგი ვოლსკი ​IRI-ის კვლევაზე 

"ქართული ოცნება"  19%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%- ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგები.

​IRI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი დილიდან პოლიტიკური დისკუსიის საგანია. "ქართული ოცნებისთვის"  მონაცემები ტრადიციულად არ არის სანდრო, არგუმენტი არის არჩევნების შედეგები, რომელიც არაერთხელ იყო განსხვავებული.

საინტერესო ტენდენციებზე საუბრობს ოპოზიცია, სადაც აცხადებენ რომ მმართველი გუნდის რეიტინგი ეცემა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ  მუდმივად არის მცდელობა, წელიწადში რამდენიმეჯერ თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევებით.

"სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ კარგ პროგრამებს ახორციელებენ საქართველოში, მუდმივად ცდილობენ წელიწადში რამდენიმეჯერ თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში, 2024 წელს თუ იქნა არჩევნები გარკვეული შანსები გამარჯვების გააჩნიათ კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ კოალიციას, რომელიც შედგება ხაბეიშვილი, ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, მერაბიშვილი და ასეთი სუბიექტებისაგან. გარდა ამისა ამბობს, რომ სასამართლოს არ ენდობა გაცილებით მეტი, ვიდრე ენდობა და ამავე დროს მხოლოდ ერთ პროცენტს მიაჩნია, რომ სასამართლო რაიმე პრობლემას უქმნის ქვეყანას. რაღაც აერიათ მგონი იმ ოთახში, როდესაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ",-აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

საინტერესო ტენდენციებზე საუბრობს ოპოზიცია, სადაც აცხადებენ რომ მმართველი გუნდის რეიტინგი ეცემა.

ავტორი:ანუკა ბუავა. 

დღის ამბები