15 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
 არჩევნების რეალური შედეგები და  IRI-ის მიერ გაწერილი პროცენტები, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან- გიორგი ცაგარეიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ არჩევნების რეალური შედეგები და  IRI-ის მიერ გაწერილი პროცენტები, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ისევ საკაშვილის ჩრდილშია. 

"არჩევნების რეალური შედეგები და მათ მიერ გაწერილი პროცენტები, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებოდა ხოლმე. მესმის, ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის აღფრთოვანება ამ პროცენტებით. როცა მივალთ უკვე არჩევნებამდე, აი, იქ დგება ხოლმე განსხვავებული შედეგი, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობისთვის.

ყველა მექანიზმი გამოყენებულია იმისთვის, რომ შემოგვასაღონ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მზარდი რეიტინგი. ამისთვის, სააკაშვილის პერსონა იქნება გამოყენებული თუ სხვის, ვერ გეტყვით. ფაქტი ერთია, რომ ამ ადამიანის ჩრდილის ქვეშ ისევ ცოცხლობს და არსებობს ნაციონალური მოძრაობა,"-აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

ავტორი:ანუკა ბუავა.

დღის ამბები