15 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადება დაგეგმილი არ ყოფილა - შარლ მიშელის ოფისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადება დაგეგმილი არ ყოფილა,- ამის შესახებ "კურიერს" შარლ მიშელის ოფისში განუცხადეს.

"არანაირი გეგმა არ ყოფილა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცახდებასთან დაკავშირებით" - უთხრეს "კურიერს" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლის მიშელის პრესამსახურში.

უწყებაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შარლ მიშელსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაიშალა.

დღის ამბები