15 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
თამარ ტალიაშვილი გივი მიქანაძეს ულოცავს PACE-ს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას

ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი გივი მიქანაძის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას ეხმაურება.

"შესანიშნავი სიახლე: დღეს საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს," - წერს ტალიაშვილი.

გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

დღის ამბები