პრემიერ-მინისტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს შტაბბინაში სტოლტენბერგს შეხვედრისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და რეფორმების კუთხით აქტიურად განაგრძოს მუშაობას, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
"საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. ასევე, მსურს ავღნიშნო, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინასვლას ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, გასულ წელს კი მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ე.წ. 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას.
ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა 2015 წელს, რაც შესანიშნავი ნიმუშია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობენ საქართველო და ნატო ერთმანეთთან. ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატოსთან ყველა განზომილებაში" - განაცხადა ღარიბაშვილმა ბრიუსელშიგამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.