15 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
"ერთხელ ბატებმაც კი იხსნეს რომი, მაგრამ პირადად მე მატყუარა პოლიტიკოსების გადარჩენილი ქვეყნის არ მჯერა" - მირდატ ქათამაძე ლევან ხაბეიშვილზე

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში გრძელდება". პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც ბათუმის ორგანიზაციიდან გარიცხულ პარტიის წევრებს "ნაციონალური მოძრაობის" მაგინებლები უწოდა და თქვა, რომ პარტიის მანდატს ვერავის მოაპარვინებს, ნიკა მელიას ფრთა ბათუმიდან პასუხობს.

"უკანასკნელი მატყუარა" - ასე უწოდეს პარტიის თავმჯდომარეს აჭარიდან და მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვეს. 

"ლევან ხაბეიშვილი და ახალი მენეჯმენტის სპიკერები იმ ადამიანებს, ვინც საკრებულოს სიიდან ამოიღეს, აბრალებენ, რომ თითქოს ისინი აგინებდნენ, ან პარტიის წინააღმდეგ იქცეოდნენ. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, რომ ერთი მტკიცებულება მაინც დაიდოს, სადაც დადასტურდება, რომ ეს ადამიანები პარტიას ლანძღავდნენ, ეს მტკიცებულება მათ არ აქვთ. ასე, უბრალოდ, გვაბრალებენ და ტყუილს იძახიან. ანუ, თავის დროზე, ჩვენს მხარდამჭერებს რომ ეგონათ, რომ თავმჯდომარეს და ლიდერს ირჩევდნენ, სინამდვილეში ცრუ თავმჯდომარე შეგვრჩა ხელში. მართალია, ერთხელ ბატებმაც კი იხსნეს რომი, მაგრამ მე, პირადად, მატყუარა პოლიტიკოსების გადარჩენილი ქვეყნის არ მჯერა,"-აცხადებს მირდატ ქათამაძე.

ლევან გორგილაძე კი, რომელიც ხაბეიშვილის გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრის მომლოდინეთა სიიდან ამოიღეს და მანდატი დაკარგა, ამბობს, რომ პარტიაში განსხვავებული აზრი იდევნება, ამიტომ დღის წესრიგში პარტიის თავმჯდომარის ლეგიტიმაციის საკითხი უნდა დადგეს.

"რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარის ლეგიტიმაციის საკითხი უნდა დადგეს, როცა განსხვავებული აზრი პარტიაში იდევნება. გამომდინარე იქიდან, რომ პარტია ძლიერი იყო, განსაკუთრებით, 2012 წლის შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებას" შევეჯახეთ, იმით, რომ განსხვავებული აზრი იყო, სხვადასხვა იდეის მატარებელი ხალხი იკრიბებოდა ამ პარტიაში, თუმცა, იმ ერთი იდეის ირგვლივ, რაც ნიშნავს ავტოკრატიული რეჟიმის  ჩამოშლა, ერთიანდებოდნენ და დღეს ცდილობს მოქმედი მენეჯმენტი, ერთ ბაბლში მოიხარშოს, განსხვავებული აზრი გაიდევნოს,"-აცხადებს გორგილაძე.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები