შალვა ნათელაშვილი IRI-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. ამბობს, რომ კვლევის შედეგებს არ აღიარებს და ამერიკულ საერთაშორისო ორგანიზაციას 25 წლის განმავლობაში კვლევების გაყალბებაში ადანაშაულებს. IRI-ის კვლევების მიხედვით, შემდეგ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნების ტარდებოდეს, ლეიბორისტული პარტია 2% მიიღებს.
"რეიტინგების გაყალბება, ეგზიტპოლების გაყალბება ჩვენს მიმართ უწყვეტი პროცესია და უვე აღარ შეიძლებოდა ამის არ თქმა, მას შემდეგ, გუშინ რაც წავიკითხეთ მორიგი მარაზმი. შესაბამისად, იძულებული ვხდებით, დავიწყოთ სარჩელის მომზადება ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო რესპუბლიკური და საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტების, აქაური წარმომადგენლებისადმი, ამერიკის სასამართლოში შესატანად, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო მოეღოს იმ პროცესს, რაც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ხორციელდება," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.