მმართველ გუნდში საპარლამენტო ოპოზიციის მიერ, საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრას აფასებენ და აცხადებენ, რომ ოპოზიციას, როგორც მოსამართლეებთან მიმართებაში არ გაუვა საგამოძიებო კომისიის შექმნა, ანალოგიურად ვერ შეიქმნება საგამოძიებო კომისია ქოლცენტრებთან მიმართებაში:
"ოპოზიცია ცდილობს, რომ რაღაცნაირად, საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს ისეთ საკითხებზე, რომელშიც პარლამენტის კომპეტენცია შეუსაბამო არის. როგორც მოსამართლეებთან მიმართებაში არ გაუვათ საგამოძიებო შექმნა, რაც არის აბსურდი და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანის მცდელობა, ანალოგიურად არანაირი საფუძველი არ არსებობს და ვერ შეიქმნება საგამოძიებო კომისია ქოლცენტრებთან მიმართებაში, მითუმეტეს, როდესაც არის კონკრეტული მყარი არგუმენტები, რომლებიც განმტკიცებულია მტკიცებულებებით, მოპოვებული ქართველი და ევროპელი სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობით," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.