15 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი კობახიძე შეხვდებიან მონიტორინგის კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც პერიოდულად საქართველოზე ანგარიშს ამზადებენ - გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სტრასბურგში მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი. მისი ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი კობახიძე შეხვდებიან მონიტორინგის კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც პერიოდულად საქართველოზე ანგარიშს ამზადებენ.

"დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, სადაც ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი კობახიძე შეხვდებიან მონიტორინგის კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც პერიოდულად საქართველოზე ანგარიშს ამზადებენ. შეხვედრაზე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან. კერძოდ, საუბარი იქნება პროგრესზე, რომელიც მათი თბილისში ვიზიტის შემდეგ იყო მიღწეული. 

დეოლიგარქიზაციასა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები არის მყარი, გამართული და, რაც მთავარია, არგუმენტირებული. ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან მათ ინფორმაცია მიეწოდებათ პირველი წყაროდან. იქნება არა მხოლოდ განცხადებები, რასაც აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ ფაქტები და არგუმენტები. ამიტომ შეხვედრიდან პოზიტიურ გამოხმაურებას ველოდებით. ეს მეტ სიცხადეს შემოიტანს პროცესში, რაც დაკავშირებულია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან," – განაცხადა გივი მიქანაძემ

ქართული დელეგაციის ვიზიტი მესამე დღეა სტრასბურგში გრძელდება. დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიასა და საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობენ. 

 

დღის ამბები