26 აგვისტო 2026,   02:18
ვრცლად
არ არის ჯერჯერობით ცნობილი ამ პრეპარატის შორსმიმავალი შედეგები, როგორც დადებითი ასევე ნეგატიური-ივანე ჩხაიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

განიხილეს აქონდროპლაზიის გაიდლაინის მომზადების სტატუსი, მედიკამენტ "ვოსორიტიდის“ დანერგვის ეტაპები და ამ მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში სილვიუ დომენტე აცხადებს, რომ საქართელოს მთავრობა მზად არის დაფაროს სხვადასხვა საჭიროების ხარჯები. 

"დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა პაციენტების მკურნალობას ამ კონკრეტული პრეპარატით,რათა იგი მათთვის ხელმისაწვდომი იყოს. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ დავინახეთ,თუ რამდენად კომპლექსურ საკითხთან გვაქვს საქმე და სამწუხაროდ მსოფლიოში, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია ჯერ კიდევ მცირეა. რამდენიმე პროცესია გასავლელი : რომ ეს წამალი იყოს დამტკიცებული საქართველოში, შეფასდეს პრეპარატის კლინიკური ეფექტურობა,ხარჯთეფექტურობა და ა.შ. რახან საქმე გვაქვს ასეთ იშვიათ დაავადებასთან, დამტკიცების პროცესი ბევრ ქვეყანაში დიდ დროს მოითხოვს. თუმცა დამტკიცება მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იგი არ ნიშნავს მის ავტომატურ ხელმისაწვდომობას. ხელისუფლებამ გადადგა 2 მნიშვნელოვანი ნაბიჯი : შექმნა სპეციალური საბჭო,რომელიც აანალიზებს ყველა საჭირო მტკიცებულებას სამომავლო გადაწყვეტილებებისათვის და ასევე დაიწყო მწარმოებლებთან მოლაპარაკებები. ეს გრძელი პროცესია, და როგორც მოვისმინეთ მთავრობა მზადაა დაფაროს სხვადასხვა საჭიროებები. მნიშვნელოვანია ყველას კარგად გამოკვლევა და კლინიკური საჭიროებების აღწერა,"- აცხადებს დომენტე

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ პრეპარატის შედეგები დადებითია თუ ნეგატიური, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. 

"არ არის ჯერჯერობით ცნობილი ამ პრეპარატის შორსმიმავალი შედეგები, როგორც დადებითი ასევე ნეგატიური. მოგვიანებით გართულებებზეა საუბარი და არავინ იცის ამ პრეპარატის გამოყენების შორსმიმავალი შედეგები, არა მარტო, საქართველოში არამედ მსოფლიოში. საჭიროა დამატებითი კვლევები, რომ დავადგინოთ პრეპარატის უსაფრთხოება,"- აცხადებს ჩხაიძე. 

დღის ამბები