საქართველოში ვიზიტით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის დიპლომატიური უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, კოლეგას ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს.
გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. ამასთან, ზბიგნევ რაუს მიიღებენ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.