15 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"კეზერაშვილისგან დაფინანსებული ოპოზიციონერების მე არ მწამს, ვინც კეზერაშვილისგან დაფინანსებულია, იმათთან არაფერი სალაპარაკო არ მაქვს" - ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივაზე

გაერთიანდება თუ არა ალეკო ელისაშვილის პარტია ოპოზიციასთან და ეთანხმება თუ არა რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერის ამ ინიციატივას - შეკითხვას დღეს "ღამის კურიერში" "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა უპასუხა.

ელისაშვილის განცხადებით, კეზერაშვილის დაფინანსებულ პარტიებთან საერთო არ აქვს. 

ამის პარალელურად, ალეკო ელისაშვილმა მმართველ გუნდზეც ისაუბრა. მისი მოსაზრებით, "ქართული ოცნება" უნდა წავიდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს "ნაციონალური მოძრაობა". 

"ვისთან უნდა გავერთიანდე?! ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ადამიანი არის  კაცი, რომელმაც ჩემთვის უწმინდეს ინსტიტუციას, იმიტომ, რომ რაც დავიბადე მას შემდეგ ვარ შეყვარებული საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე, საქართველოს თავდაცვის ძალებზე და ჯარი ვინც გაძარცვა იმ კაცისგან რომ ფულს იღებ და ახლა აღმოჩნდა და ყველამ გაიგო, რომ ეს კაცი ევროპელ პენსიონერებსაც ატყავებს, კეზერაშვილისგან დაფინანსებული ოპოზიციონერების მე არ მწამს. ვინც კეზერაშვილისგან დაფინანსებულია იმათთან მე არაფერი სალაპარაკო არ მაქვს.  ახლა კიდე დგანან და რაღაც არგუმენტებს იგონებენ, რომ "გააპრაონ" ეს თავისი უმსგავსობა.

ჩემთვის მექრთამე არის მექრთამე. შევარდნაძის დროინდელი მექრთამე იქნება, მჟავანაძის დროინდელი მექრთამე თუ "ქართული ოცნების" დროინდელი, ერთნაირად მძულს. მეზიზღება აბსოლუტურად ყველა, ვინც ხალხის ფულს იპარავს, მათ შორის კეზერაშვილი და ესენი კეზერაშვილს "აპრავებენ". კაცო, მინისტრი რომ იყო და ხელფასზე რომ უნდა ეცხოვრა, წავედი ახლა ბიზნესში, რომ თქვა კეზერაშვილმა და მანამდე რომ ბიზნესი არ ჰქონია და ახლა რომ ვხედავთ სუპერმილიონერია, 18 მილიონიან ბინაში ცხოვრობს, როგორ?! როგორ და ჩვენ მოგვპარა ფული, ჯარს მოჰპარა და წავიდა. ამ კაცთან "ზილინა" აქვთ ახლა შეკრული და ცეკვავენ, "ჰოპ ზილინაზილინას".  "ქართული ოცნება" არის აბსოლუტურად ამოწურული პოლიტიკური ძალა, ჯერ რეებს აკეთებს პარლამენტში შეხედეთ, რეგისტრაციას არ გადიან, თავი გაიუქმეს. მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნება" უნდა წავიდეს, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა მოვიდეს და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები