თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათში ორი დღის წინ გადადებული ვაკის პარკის საქმის განხილვა შედგება. სხდომის გადატანის მიზეზი ერთ-ერთი ადვოკატის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. პროცესზე იგეგმება იმ ექსპერტის გამოკითხვა, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის ელექტროგაყვანილობა შეამოწმა და მნიშვნელოვანი ხარვეზები დაადგინა. სხდომაზე წარდგება გამომძიებელიც, ვინც ვაკის პარკში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა. მოწმის სახით გამომძიებლის გამოკითხვის მნიშვნელობაზე საუბრობს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებულია 9 პირი, მათ ყალბი დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად სამსახურებრივ გულგრილობასა და უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ცხრავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.