18 მაისი 2024,   15:36
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილისა და ზბიგნევ რაუს შეხვედრა მიმდინარეობს

ორი ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირების შეხვედრა თბილისში - პოლონეთის პირველი დიპლომატი, ზბიგნევ რაუ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სულ რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ილია დარჩიაშვილთან პირისპირ გასაუბრების შემდეგ დაგეგმილია დელეგაციების შეხვედრაც.

პოლონეთის პირველი დიპლომატი თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. ქართველი კოლეგის გარდა ზბიგნევ რაუ აპირებს შეხვდეს საქართველოს პრემიერსა და პრეზიდენტს.

დღის ამბები