ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება, ხოლო ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.
ნიკოლეიშვილი, კობა ნაყოფიას რუსულ პასპორტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ხელის შეშლა, ქაოსი და მეორე ფრონტის გახსნაა. ის საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.
"ვინ გვპირდება ვადამდელ არჩევნებს, არეულობას და ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევას? რუსული პასპორტის მქონე სულით რუსი კობა ნაყოფია. დიახ, სწორედ ესაა მათი გეგმა - სტატუსის არ მიღება, ქაოსი და ბოლოს მეორე ფრონტი. ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ ქართველებო!," - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.