ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის ფარგლებში, ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად დააყენებს საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებების, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების და უკანონო ბორდერიზაციის საკითხებს.
დღეისათვის, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, საქართველოს 5 მოქალაქე რჩება.