15 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
თუ კანდიდატის ამ წლის ბოლოს არ მოგვცეს, შესაძლოა მოვლენები ისე განვითარდეს, რომ რეჟიმი იძულებული გახდეს დანიშნოს არჩევნები - გიორგი ბარამიძე

თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება - ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული, აცხადებს "პალიტრასთან" საუბარში კობა ნაყოფია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ შემდეგი არჩევნები შესაძლოა ბევრად უფრო სწრაფად იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

პარალელურად, თანაგუნდელის პოზიციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრიც იზიარებს. როგორც  გიორგი ბარამიძე აცხადებს, სტატუსის ვერმიღების შემდეგ, ხელისუფლების ცვლილება საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული.

"თუ ეს სტატუსი ამ წლის ბოლოს არ მოგვცეს, ძალიან ბევრი რამ საზოგადოების რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ რეჟიმი იძულებული გახდეს, დანიშნოს არჩევნები. არჩევნები არის ის ყველაზე ცივილიზებული ფორმა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

მმართველი გუნდში კი ამბობენ, რომ "რადიკალურ ოპოზიციას" არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ქვეყანაში არეულობის და ქაოსის მოწყობა სურს და რევოლუციურ სცენარს განიხილავს.

დღის ამბები