30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს, კონსერვატიული პორტალის "საქართველო უპირველეს ყოვლისას“ წევრებმა.
ვატო შაქარაშვილის განცხადებით, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით გარკვეული პოლიტიკური ძალები, საქართველოში არეულობის შემოტანას ცდილობენ. მისივე თქმით, არავის აქვს უფლება კითხვის ქვეშ დააყენოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაცია.
"საქართველოს, მის თაობებს არ უბრძოლიათ იმისათვის, რომ გამოგვეცვალა ბატონი და ის ბატონი, მოსკოვში იჯდებოდა, ბრიუსელში თუ ვაშინგტონში, ამ არჩევანს არ აკეთებდა ქართული საზოგადოება, მაშინ როდესაც სისხლით და შრომით იბრძოდა. ფარსია, ჩვენი ქვეყნის გარედან მომავალი განცხადებები დემოკრატიასთან დაკავშირებით. არანაირი დემოკრატიის განვითარება მათ ჩვენს ქვეყანაში არ სურთ, მათ სურთ "საელჩოკრატიის" დამყარება, ეს არის შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამას, ქართული საზოგადოება მშვიდად ვერ უყურებს და სწორედ ამიტომაც 30 აპრილს შეიკრიბება. ის საზოგადოება, ის ნაწილი იქნება სწორედ იმ ხალხის ხმა, ვინც ყოველდღიურად თავის საქმიანობაში, ამ პრინციპებით ცხოვრობს", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.