15 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
თუ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს დავკარგავთ, "ქართულმა ოცნებამ" უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი - პაატა მანჯგალაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის განცხადებით, თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუს ამისთვის ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი.

როგორც მანჯგალაძე განმარტავს, პოლიტიკური ფასი, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების ცვლილება იქნება.

"თუ ამ შანსს დავკარგავთ, დიდი წილი პასუხისმგებლობა იქნება ხელისუფლების. ჩვენც რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, ასე იქნებოდა და ჩვენ უნდა გადავიხადოთ პოლიტიკური ფასი, "ქართულმა ოცნებამაც" უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი.

ფასი უნდა იყოს, ის რომ ხალხს უფლება აქვს მოითხოვოს ვადამდელი არჩევნები, რადგან ხელისუფლება, რომელიც ვერ გამოხატავს ხალხის ინტერესს არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები