დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსიო ვერ მიიღო.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე აცხადებს, რომ წინასწარი განწყობის შექმნა სპეკულაცია იქნება მისი მხრიდან.
ამასთან, იაგო ხვიჩია არ არის დარწმუნებული, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პროცესში, ოპოზიციას ექნება განმსაზღვრელი ფაქტორი.
"ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პროცესში ოპოზიცია განმსაზღვრელი არ იქნება. ამ პროცესში განმსაზღვრელი იქნება, ქართველი ხალხი, თუ ქართველი ხალხი გამოვა ქუჩაში და ამის ხმამაღალ გააპროტესტებს, შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, შეიძლება არც არაფერი არ მოხდეს. ამიტომ, წინასწარ იმის თქმა, რა მოხდება მაშინ, როდესაც ჯერ არაფერი არ მომხდარა, ჩვენ არ ვიცით და ზოგადად ჩემი მხრიდან სპეკულაცია იქნება,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.