15 ნოემბერი 2024,   06:09
ვრცლად
ერთადერთი გეგმა, რომელიც ოპოზიციის გააჩნია, არის, როგორმე ხელი შეუშალონ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი გეგმაა, ხელი შეუშალონ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ახლაც იმავე გეგმას მისდევენ და ცდილობენ, რომ ამ გზით შექმნა დესტრუქციული მუხტი საზოგადოებაში.

"როგორია ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილის გეგმა, სწორედ ამის გაშიფვრა ხდება და დღითიდღე სულ უფრო გასაგები ხდება, მათ შორის, საზოგადოებისთვის. ერთადერთი გეგმა, რომელიც ოპოზიციის ამ ნაწილს გააჩნია, არის რომ როგორმე ხელი შეუშალონ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.

სამწუხაროდ გარკვეული წარმატებაც ჰქონდათ მათ, ქვეყანას ხელი შეუშალეს ბევრი მიმართულებით. ახლაც იმავე გეგმას მისდევენ და ცდილობენ, რომ ამ გზით შექმნა დესტრუქციული მუხტი საზოგადოებაში და აქედან გამომდინარე არეულობა, ქაოსი, რითაც შეუძლია ერთადერთ პერსპექტივაზე ფიქრი, რომ ხელში აიღონ ძალაუფლება,"-განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები