NATO შეიძლება გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასიმ კიევში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ყველაზე მეტად აწუხებს საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდება, ასევე, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები.
ესტონეთის პრემიერმა საკუთარ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა NATO-ში გაწევრიანების გზაზე უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე.