15 ნოემბერი 2024,   06:10
ვრცლად
რა გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში კობა ნაყოფიას განცხადებას-ვინ ეთანხმება და ვინ არ იზიარებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პოზიციას

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ნაყოფიას განცხადება, რომელმაც კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებასა და ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრა, დღის მთავარი პოლიტიკურ თემად იქცა. 

ამის პარალელურად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "გენერალური მდივანი" პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, გამორიცხული არ არის, რომ  დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. 

"რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენ სტატუსი ვერ მივიღოთ. სტატუსს როდესაც ვერ მივიღებთ, იმ პოლიტიკურ რეალობაში რომ ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენი მოსახლეობის 90 პროცენტი ევროპისკენ სულით და გულით მიისწრაფვის და ევროპას უკავშირებს ოჯახის და შვილების მომავალს, რა თქმა უნდა, იქნება  სახალხო, საჯარო მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე,"- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარეს. როგორც ხათუნა სამნიძე აცხადებს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. 

"არ ვეთანხმები არცერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, ვინც საუბრობს რიგგარეშე არჩევნებზე, ან საზოგადოებაში აღვივებს განცდას, რომ თითქოს ამ ქვეყანას არ ექნება კანდიდატის სტატუსი არავითარ შემთვევაში. ჯერ კიდევ არის პუნქტების შესრულების დრო, დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი მგონია სერიოზული პოლიტიკური შეცდომა,"-აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

 

დღის ამბები