27 აგვისტო 2026,   01:40
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ქვემო სვანეთში, სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას ადგილზე გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ქვემო სვანეთში, სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას გაეცნო. სოფელ ცანაში, ისევე როგორც სოფელ ურავში, დარიშხანის შემცველობის ნარჩენების განთავსების კერები არსებობს, რომელიც 1993 წელს, ამ ტერიტორიაზე არსებული სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა.

დარიშხანის საბადოები დაკონსერვებულია, წარმოება კი, შეწყვეტილი. იგეგმება დაბინძურებული ტერიტორიების შემოღობვა, მომავალი წლიდან დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, მალე აღნიშნული ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები დაიწყება, პარალელურ რეჟიმში განხორციელდება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება და შესაბამისი პროექტის განხორციელება.

"ჩვენ აქ გარკვეული ღონისძიებები გავატარეთ, თუმცა ბოლომდე ეს საკითხი მოგვარებული არ არის. ახლა ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ცანაში, ერთ-ერთ საიტზე, სადაც ჩვენ ვხედავთ ნარჩენებს. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ამ ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოებს, პარალელურ რეჟიმში განხორციელდება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება და შესაბამისი პროექტის განხორციელება", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები