დეპუტატებმა შერიგების საკითხებში სახელწიფო მინისტრს მოუსმინეს. თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაზე ისაუბრა.
პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული შეხვედრა, მიზნად ისახავდა სახელმწიფო პოლიტიკის განხილვას.
"ჩვენ წარმოვადგინეთ და დეტალურად განვიხილეთ სტრატეგიის 2023-24 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სტრატეგიული მიზნების მისაღწევად 200--მდე ღონისძიებას აერთიანებს. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის უფრო ფართე შესაძლებლობების შესაქმნელად ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო და ნაყოფიერი იყო ჩვენი დღევანდელი მსჯელობა, რომლის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის წევრებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია,“ - აცხადებს თეა ახვლედიანი.