"ევროპული საქართველოს" მთავარი ძალისხმევა არის ადამიანების მოტივირება იმ გადამწყვეტ არჩევნებზე, რომელიც მოდის შემდეგ წელს - ასე ხსნის "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე კადიდატურების არ დასახელებას.
როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, შეცდომა იქნება ახლა რეჟიმისთვის ხელშეწყობა და იმის ჩვენება, რომ თითქოს ქვეყანაში ნორმალური ვითარებაა.
"ქვეყანაში ვითარება ნორმალურთან მიახლოებულიც არ არის, გაცდენილია და მთელი ძალისხმევა, ჩვენი "ევროპული საქართველოსთვის" არის ადამიანების მოტივირება იმ გადამწყვეტ არჩევნებზე, რომელიც მოდის შემდეგ წელს - ამაზე უნდა იყოს მთელი ფოკუსი.
ყველაფერი რაც ამ ვითარებაში საშუალებას მისცემს რეჟიმს რომ ნორმალურობის განცდა შეუქმნას ვინმეს, როცა ვითარება არის კატასტროფული, შეცდომა იქნებოდა ამისთვის ხელშეწყობა,"- აცხადებს გიგა ბოკერია.
ავტორი:ანუკა ბუავა.