ხვალ შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება- ერთადერთი ოლქი, სადაც სახელისუფლებო გუნდს ოპოზიციიდან კონკურენტი ეყოლება ფოთი - სენაკი - ხობია, აქ პარლამენტის მანდატისთვის "ქართული ოცნების" გარდა კახა კუკავას წარმომადგენელი იბრძვის.
დანარჩენ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არჩევნები არ ჩატარდება სამართლიანად და სწორედ ამიტომ არ მონაწილეობენ კეჭისყრებში.
"ქართული ოცნების" შეფასებით კი ოპონენტებს კონკურენციის ეშინიათ.
"ეს რეალურად აჩვენებს, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობას, როდესაც მათ არჩევნებში, დემოკრატიულ პროცესში ვერ ხედავენ გამარჯვების ვერანაირ შანსს. მათ ვერც ერთ ამ შემთხვევაში ვერ გაბედეს თავისი კანდიდატის დაყენებამ, რამეთუ თვითონვე არიან დარწმუნებულები, რომ დამარცხება გარდაუვალია.
გამომდინარე აქედან, რაც არ უნდა რეიტინგი დაუწერონ, თუ დაიწერონ ეს არის ის რეალობა, რომელიც ნათლად მიანიშნებს, რომ არჩევნების გზით მათ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვთ. ამიტომ არის, რომ მუდამ მომართულნი არიან გარკვეული არეულობისა და რევოლუციური სცენარების გათამაშებისაკენ,"-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დეპუტატის გარდა ირჩევენ საკრებულოების წევრებს გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში-ტყიბულში ეყოლება ოცნებას კონკურენტი, თუმცა ის საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი. ამასთან მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ცაგერსა და თერჯოლაში.
ავტორი:ანუკა ბუავა.