საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 24 000-მდე დაზარალებული მოქალაქის სასარგებლოდ130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აგვისტოს ომის საქმეზე მოსკოვი გაამტყუნა და შესაბამისი კომპენსაციების გადახდაზეც დაავალდებულა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროპული კონვენციის 58-ე მუხლის იურისდიქციას ექვემდებარება აღსრულებულიყო საქართველოს მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ ევროპის საბჭო დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი მისაღებია მოცემულ საქმეში ოკუპირებული ცხინვალის ქართულ სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" მშვიდობიანი მოსახლეობისადმი ჩადენილი დანაშაულის მიმართ.
დანაშაული მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვას და გაძარცვას, დამცირებას და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობას.
ხაზგასმულია, რომ რუსეთი არ ასრულებდა პროცედურულ ვალდებულებას, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება იმ დანაშაულზე, რომლებიც აქტიური კონფლიქტის დროს, ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხდებოდა.