საქართველოს, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია.
დიპლომატი ქართველ კოლეგას, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. იგეგმება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებაც.
ამასთან, კატრინ კოლონა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. დიპლომატს მიიღებს პრეზიდენტიც.
2018 წლის შემდეგ, ეს არის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.