15 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ჩალაძე თითქმის 1 საათი იყო პალატაში და არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უცვლელია - ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა "ვივამედში" არ ადასტურებენ გიორგი ჩალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა.

ჩალაძემ დღეს კლინიკასთან განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს გადაადგილება და კომუნიკაიცა უჭირს.

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, გიორგი ჩალაძე სააკაშვილს პალატაში დღეს ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა და ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა უცვლელია.

"ჩალაძე თითქმის 1 საათი იყო პალატაში და არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, ექს პრეზიდენტის მდგომარეობა უცვლელია. ექიმებმაც ნახეს დილის შემოვლაზე და ისედაც 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშაა მდგომარეობა არის უცვლელი,"- აცხადებს ჩხაიძე. 

დღის ამბები