15 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, კატრინ კოლონას ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს ურთიერთობებში და იქნება ძლიერი სიგნალი რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ვიზიტი, მისი აზრით, საფრანგეთისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მანიფესტაციაც არის:

"ევროპის კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში ვიზიტი, ვფიქრობ, რომ თავის ძალიან მნიშვნელოვან ახალ იმპულსს მოიტანს. ვფიქრობ, ეს ჩვენი მეგობრებისგან, საფრანგეთისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მანიფესტაციაც არის.

ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული ძალიან ღირებული დიალოგის ფორმატი, "დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი". წელს ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა. ეს პლატფორმა ძალიან ღირებული მექანიზმია, რათა ჩვენ აქცენტები გავაკეთოთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც განსაზღვრულია და მათზე, რომელიც მომავალში იქნება განსაზღვრული. მე ვუთხარი მას, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რომ ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ დროულად და პირნათლად შევასრულოთ 12 რეკომენდაცია. 

ჩვენ ვუყურებთ რა შედეგებს უკვე ჩატარებული რეფორმების რეკომენდაციების შესაბამისად, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა დარჩენილია კიდევ ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვენეციის კომისია იქნება, თუ ეუთო/ოდირი, ვაგრძელებთ მათთან მუშაობას და იმისთვის, რომ სრულად შევასრულოთ რეკომენდაციები, ძალიან მალე გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. 

ადლობა გადავუხადე ქალბატონ მინისტრს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. ეს არის მხარდაჭერა მეგობრისგან, რომელიც ეხმარება ჩვენს ქვეყანას ინსტიტუციური განვითარებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი ვართ საფრანგეთის,"ბ- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. 

დღის ამბები