ახალციხეში, მინაძის თემში, საკრებულოს შუალედური არჩევნები ნომერ მეჩვიდმეტე უბანზე ელექტრონული ფორმატით ტარდება. უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა. დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა.
მისი განცხადებით, დღევანდელ არჩევნებში აქტიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტი არ ჰყავს.