ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. გიორგი ხახუბია ფოთში, # მე-7 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
მისი განცხადებით, ხმა სტაბილურობას, მშვიდობას, განვითარებას და ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას მისცა.
"დღეს ხმა მივეცი სტაბილურობას, განვითარებას, მშვიდობას, საქართველოს ევროპულ მომავალს და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას. კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას ჩვენს ამომრჩევლებს არ დაიზარონ მონაწილეობის მიიღება არჩევნებში," - განაცხადა გიორგი ხახუბიამ.