ავტოკრატიისკენ წასულიც იყო და იქ იყო ის ხელისუფლება, რომელსაც სამწუხაროდ ქალბატონი შაჰინი აქებდა 2012 წლამდე, ჩვენ გვახსოვს, მისი ეს დამოკიდებულება ,- ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თქმით, საქართველო ავტოკრატიისკენ მიდის.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სენატორის ეს განცხადება აბსოლუტურად უსამართლოა.
"მისი განცხადება აბსოლუტურად უსამართლოა. მე ვეცდები მაქსიმალურად კორექტული ვიყო, რადგან საქმე ეხება სენატორს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამ ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლები. ეს იყო ძალიან უხეშად უსამართლო განცხადება, რომელიც მან გააკეთა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.