ექსპერტი ანდრია გვიდიანი რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნების დასრულებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც გვიდიანი წერს, დღეს ჩატარებულ უკონკურენტო და უმოტივაციო არჩევნებშიც კი, "ოცნებამ" შედეგი 24.5%-ით გაიუმჯობესა.
მისივე თქმით, რთული წარმოსადგენი არ არის, ვინმეს კანდიდატის დაყენება რომ გაებედა და ამომრჩეველს მოტივაცია ჰქონოდა, რა შედეგი დაიდებოდა.
"დღეს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნებას" კონკურენტების დაყენებაც კი ვერ გაუბედეს;
2021 წელს იგივე მუნიციპალიტეტების იგივე უბნებზე "ქართულმა ოცნებამ" ჯამურად 42.025 ხმა მიიღო, ხოლო დღეს - 52.245 ათასი ხმა;
დღეს ჩატარებულ უკონკურენტო და უმოტივაციო არჩევნებშიც კი, "ოცნებამ" შედეგი 24.5%-ით გაიუმჯობესა.
უმოტივაციო არჩევნებში "ოცნების" შედეგების 24.5%-ით გაუმჯობესება, "ომის პარტიების" და მათი პატრონებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.
P.S. - ალბათ რთული წარმოსადგენი არ არის, ვინმეს კანდიდატის დაყენება რომ გაებედა და ამომრჩეველს მოტივაცია ჰქონოდა, რა შედეგი დაიდებოდა," - წერს ანდრია გვიდიანი.