18 აგვისტო 2026,   05:00
ვრცლად
ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი ოპერა - "დაისი" სცენაზე დაბრუნდა

100 წელი "დაისის" პირველი პრემიერიდან - 14-წლიანი პაუზის შემდეგ, ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი ოპერა სცენაზე დაბრუნდა. პრემიერიდან ასი წლის შემდეგ, დაისის ახალ დადგმაში თეატრის სხვადასხვა თაობა მონაწილეობს. დაისში, ასი წლის შემდეგაც ცეკვებს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი ასრულებს. კოსტიუმების მხატვარი გოგი ალექსი მესხიშვილია, რეჟისორი- გოჩა კაპანაძე.

პრემიერას, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა, ზაქარია ფალიაშვილის შთამომავლებიც ესწრებოდნენ. საპრემიერო ჩვენების პარალელურად გაიმართა ანსამბლის ფოტოების გამოფენა. დაისის ნახვას მაყურებელი 14 მაისის ჩათვლით შეძლებს.

დღის ამბები