"ქართული ოცნება" ოპონენტებს სპეკულაციებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უნგრეთში დაგეგმილი ღონისძიება არ შეიცავს არანაირ ანტიდასავლურ შინაარსს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავითარი საფუძველი იმისა, რომ ვინმემ იმსჯელოს ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკაზე არ არსებობს.
"ღონისძიება, რომელიც იმართება უნგრეთში, არ შეიცავს არავითარ ანტიდასავლურ შინაარსს, შემიძლია ცალსახად ვთქვა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სპეკულაციები შეგვიძლია მოვისმინოთ ამ თემასთან დაკავშირებით. სინამდვილეში არავითარი საფუძველი იმის, რომ ვინმემ იმსჯელოს ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკაზე, არ არსებობს, შესაბამისად, გვექნება კონსულტაციები, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.