24 აგვისტო 2026,   17:08
ვრცლად
დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა

დღეს საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული დღე - საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. ქართული ჯარის 32 წლის იუბილე ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და დედაქალაქის მერი ესწრებოდნენ, რომლებმაც ქართველ სამხედროებს პროფესიული დღე მიულოცეს, მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღეს ქართულ ჯარს სამხედრო მოსამსახურეების ახალი ნაკადი შეემატა. 145-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. ცერემონია მარშის თანხლებით საქართველოს სახელმწიფო დროშისა და თავდაცვის ძალების დროშის შემოტანით გაიხსნა. სამხედრო ორკესტრმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს ვაზიანის სამწყობრო მოედანზე ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს. ამ დროს ბრიგადას თავდაცვის ძალების დროშის თანხლებით ქართული ავიაციის UK-1 იროკეზის ტიპის ვერტმფრენებმა გადაუფრინეს. ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული და უცხოური წარმოების იარაღისა და ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. სტუმრებს საინჟინრო და ქიმიური ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ.

დღის ამბები