"ლელო საქართველოსთვის" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბუდაპეშტში ვიზიტს ეხმაურება. გრიგოლ გეგელიას თქმით, ეს არის კონფერენცია რომელსაც ესწრებიან პრორუსი პოლიტიკოსები და მათი მიზანია სწრაფვა ავტორიტარული მმართველობისკენ.
პარტიის წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლებას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
"მაშინ, როდესაც საქართველო ევროპისკენ უნდა მიდიოდეს და სწორ იდეალებს ნერგავდეს, მთავრობა დადის ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსებთან. ეს არის „ოცნების“ რეალური ღირებულებები და დღის წესრიგი - შორს ევროკავშირისგან, ახლოს რუსეთთან და სწორედ ეს გახდება „ქართული ოცნების“ გარიცხვის საფუძველი ევროპული პოლიტიკური ოჯახიდან,"-აცხადებს გეგელია.