15 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
პრემიერის დამკვიდრებული მიდგომა - ყველაფერი საუკეთესო - ჯარს, კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია ჩვენთვის - ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პრემიერის მიდგომა: ყველაფერი საუკეთესო ჯარს, მათთვის კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია.

მისივე თქმით, თანმიმდევრულად იზრდება ხელფასები, ხოლო თავდაცვის ახალ კოდექსში სოციალური ვალდებულებები უკვე გათვალისწინებულია.

"ბატონი პრემიერ-მინისტრის დამკვიდრებული მიდგომა ყველაფერი საუკეთესო - ჯარს, კვლავ მთავარი სამოქმედომ პრინციპია ჩვენთვის. ჩვენ ასევე თანმიმდევრულად ვზრდით ხელფასებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულებები უკვე თავდაცვის ახალ კოდექსში იქნა გათვალისწინებული. ამასთანავე, ახალი კოდექსით ჩვენ ვქმნით სრულიად მოქნილ და საჭიროებებზე ორიენტირებულ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურს, რათა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი რეზერვი და განვამტკიცოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი ჯარის განვითარების და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ნატოს და მის წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს,"-განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 
დღის ამბები